2025-07-31

როგორ დაეხმარა SEO ჩვენს მშიერ პარტნიორს?

ბიზნესი ონლაინ-წარმომადგენლობის გარეშე უკვე დიდი ხანია წარმოუდგენელია. სოციალური ქსელები, საძიებო სისტემები, ვებსაიტები და აპლიკაციები თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

დღეს ვისაუბრებთ ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე რთულ და საინტერესო მიმართულებაზე - SEO-ზე (Search Engine Optimization) და შევეცდებით გავიგოთ, რა არის ეს და როგორ შეიძლება ბიზნესისთვის სარგებლის მოტანა.

ვთქვათ, თქვენ გაქვთ პიცერია ერევნის ცენტრში. ყველაფერი კარგად მუშაობს, კლიენტების ნაკლებობას არ უჩივით, მაგრამ რატომ უნდა დაკარგოთ შესაძლებლობა, მიიღოთ მეტი შეკვეთა და გააფართოვოთ ბიზნესი? ამ მიზნით ქმნით ვებსაიტს, თუმცა ონლაინ-გაყიდვების რაოდენობა დამაკმაყოფილებელი არ არის. რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს?

წარმოვიდგინოთ სიტუაცია: მარკეტინგულ კომპანიაში Sparsis მძიმე და დატვირთული სამუშაო კვირის შემდეგ, შიმშილით გატანჯული აზატი პარასკევს საღამოს პიცას ინატრებს. მაგრამ უკვე ყელში ამოუვიდა სუპერმარკეტის „პიცა“ და ვერ გადაწყვეტს, საიდან შეუკვეთოს. სწორედ აქ მოდის მის დასახმარებლად Google. აზატი საძიებო სისტემაში კრეფს „პიცის შეკვეთა“.

აქ იწყება და მთავრდება ვებგვერდების ონლაინ-ბრძოლა. აზატი შედის საძიეობში პირველ ადგილზე მყოფ ვებსაიტზე, ეცნობა მენიუს, მიტანისა და გადახდის პირობებს, შემდეგ ათვალიერებს მეორე და მესამე შედეგს, ბოლოს არჩევანს აკეთებს და შეკვეთას აფორმებს.

ერთი საათის შემდეგ აზატი უკვე კმაყოფილი და დანაყრებულია, ხოლო იმ ვებსაიტს, საიდანაც შეუკვეთა, ახალი კლიენტი შეემატა. და ამ დროს, მას ვერასოდეს გაეცნო თქვენ კი კარგავთ პოტნციურ კლიენტს, მიუხედავად მდიდარი ასორტიმენტისა და ხელმისაწვდომი ფასების, რადგან თქვენი ვებსაიტი Google-ის შედეგების მე-6 გვერდზე იყო განთავსებული.

ზემოთ მოყვანილი რეალური მაგალითიდან ორი დასკვნის გამოტანა შეიძლება:

  • ვებსაიტის ქონა არ ნიშნავს ონლაინ-გაყიდვებს. ამისთვის საჭიროა ვებსაიტზე მუშაობა: მისი ოპტიმიზაცია, საძიებო სისტემებში პოზიციების გაუმჯობესება, სოციალური მედიის პლატფორმებზე რეკლამირება და ა.შ. ჰკითხეთ საკუთარ თავს - რამდენჯერ გადახვედით Google-ის მეორე ან მესამე გვერდზე? განა უფრო მაღალ პოზიციაზე მყოფი საიტი მეტი ნდობის გამომწვევი არ არის?
  • SEO ძირითადად „ჩამოუყალიბბელი“ კლიენტების დაჭერას ეხება. ეს ნიშნავს, რომ თუ აზატს ზუსტად ეცოდინებოდა, რომ თავის საყვარელ პიცერიას შეუკვეთავდა, Google-ში კითხვას სხვაგვარად ჩამოაყალიბებდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, SEO სპეციალისტის ამოცანაა, ჩამოუყალიბებეი მომხმარებელი თქვენთან მოიყვანოს.

SEO-ს შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტი

  • ონლაინ-გაყიდვების დაახლოებით 68% საძიებო სისტემებიდან მოდის.
  • მომხმარებელთა მხოლოდ 0.63% სტუმრობს Google-ის მეორე გვერდს.
  • ვებსაიტების 63%-ზე მეტი ვიზიტი საძიებო სისტემებიდან მოდის.
  • ყოველდღიურად Google-ზე 8.5 მილიარდზე მეტი ძიება ხორციელდება.

SEO-ს უპირატესობები

  • გაყიდვები დიდი ხარჯების გარეშე. თუ ვებსაიტი ოპტიმიზებულია და მაღალი ორგანული პოზიციები აქვს, ფასიანი რეკლამა საჭირო აღარ არის.
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდა. აზატმა პიცა პირველ თუ მეორე საიტიდანაც შეუკვეთა, კიდევ ერთ პიცერიას მაინც გაეცნო და აუცილებლად დაამახსოვრდება სამომავლოდ.
  • კონკურენტულ უპირატესობას ქმნის. განსაკუთრებით იმ ბიზნესებთან შედარებით, რომლებიც დაბალ პოზიციებზე არიან.
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვა.

ბიზნესებს, რომლებიც SEO-ს ყურადღებას აქცევენ, გაცილებით მეტი შანსი აქვთ, გააფართოვონ მომხმარებელთა ბაზა და გაზარდონ გაყიდვები.

სხვათა შორის, SEO სერვისებით Sparsis მარკეტინგული კომპანია არა მხოლოდ პიცერიებს ეხმარება.

თემატური ბლოგები

ციფრული მარკეტინგის ტენდენციები: რას უნდა ველოდოთ 2025 წელს

ციფრული მარკეტინგის ინდუსტრია ყოველდღიურად ვითარდება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბრენდებისთვის, რათა მოხდეს მეჩი სამიზნე აუდიტორიასთან. იმისთვის, რომ არ გამოგვრჩეს ინოვაციები და ვიყოთ ტრენდულები, საჭ...

როგორ შევქმნათ ბრენდის ისტორია

ბრენდის ისტორია - ეს მხოლოდ კომპანიის შესახებ თხრობა არ არის, ეს არის მისი მიზნების, ღირებულებებისა და მსოფლიოსადმი ხედვის ამბავი. ამ სტატიაში განვიხილავთ მთავარ ნაბიჯებს დამაჯერებელი სთორითელინგის შე...

არსებითი ფაქტორები ციფრული მარკეტინგის სააგენტოს არჩევისას თქვენი ბიზნესისთვის

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ინტერნეტი კომუნიკაციის, ვაჭრობისა და ბრენდის ზრდის ქვაკუთხედად იქცა. სულ უფრო მეტი ბიზნესი - როგორც მცირე, ისე დიდი - მიმართავს ციფრული მარკეტინგის სააგენტოებს, რათა ეფექტუ...

დაგვიკავშირდით

დაინტერესებული ვარ…