ლოგოს დიზაინი და SMM სერვისები IISF-სთვის
უწყვეტი განვითარება, დინამიკა, კონკურენცია, ერთიანობა და გუნდური მუშაობა - ეს ის ძირითადი ღირებულებებია, რომლებიც ასახულია IISF-ის (International Ice Sport Foundation) ლოგოს იდეაში.
ფონდის მიზანია სპორტის განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით სპორტული ღონისძიებების ორგანიზებით.
ბრენდის სწორ და პროფესიონალურ წარმოჩენას ციფრულ პლატფორმებზე მნიშვნელოვანი როლი აქვს ცნობადობის გაზრდასა და თანამედროვე სამყაროში სწორი პოზიციონირების უზრუნველყოფისთვის.
სხვა თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენს გუნდს დაევალა ასევე IISF-ის კომერციული გვერდების მართვა Facebook-სა და Instagram-ზე.