DUTY FREE - ეს არის უნიკალური დიზაინის მქონე მაღაზია, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ შეიძინონ ადგილობრივი ბრენდები და ყველა საჭირო პროდუქტი. შოპინგის პარალელურად, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისიამოვნონ ორიგინალური კოქტეილებით ლაუნჯ-ზონაში.
თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა კომპანიის ლოგო და სრული კორპორატიული სტილი.
DUTY FREE-ს ლოგო და ბრენდინგი ეფუძნება მოგზაურობასთან დაკავშირებულ ელემენტებს. მუდმივი მოძრაობა, ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილება და გზადაგზა შეგროვილი მოგონებები - სწორედ ეს გახდა კორპორატიული სტილის ელემენტების შექმნის მთავარი შთაგონება.