Midea-ს კონფერენციის ორგანიზება
2024 წლის 4 მარტს, Dvin Music Hall-ში გაიმართა Midea-ს საერთაშორისო პროფესიული კონფერენცია „MBT Strategic Partners“. ყველა ორგანიზაციულ სამუშაოს საერთაშორისო მარკეტინგული კომპანია Sparsis-ი ახორციელებდა. კონფერენცია განკუთვნილი იყო HVAC და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების წარმომადგენლებისთვის. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთში ჩავიდნენ Midea Group-ის წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, იტალიიდან და ჩინეთიდან.
ჩვენს კომპანიას ასევე დაევალა ღონისძიების სრული ბრენდინგი, კონფერენციისა და გასართობი ნაწილების კონცეპტუალური და ტექნიკური განხორციელება, ასევე საჩუქრებისა და პრიზების მომზადება.