რა არის ბაზრის კვლევა?
ბიზნესის ბაზარზე პოპულარიზაცია მარკეტინგული კვლევის გარეშე ხშირად ჰგავს აუცილებელი საგნის ძებნას ბნელ ოთახში სინათლის წყაროს გარეშე. შესაძლოა, უკვე იცით რამე ინფორმაცია ამ საგნის მდებარეობის შესახებ,...
ვებსაიტზე ტრაფიკის მოზიდვა გამოწვევის მხოლოდ პირველი ნაწილია. მთავარი მიზანი ამ ვიზიტორების რეალურ მომხმარებლებად ქცევაა. რაც არ უნდა ბევრი ვიზიტორი გყავდეს, ციფრული მარკეტინგი სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, თუ მომხმარებლები ვებგვერდს ისე ტოვებენ, რომ არანაირ ქმედებას არ ასრულებენ.
სწორედ ამიტომ თამაშობს Conversion Rate-ის ოპტიმიზაცია (CRO) გადამწყვეტ როლს ციფრულ მარკეტინგში. მომხმარებელთა ქცევის ანალიზითა და ვებგვერდის მუდმივი გაუმჯობესებით, ბიზნესებს შეუძლიათ გაზარდონ იმ ვიზიტორების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ასრულებენ სასურველ ქმედებას. ეს კი მარკეტინგული ბიუჯეტის მაქსიმალურად ეფექტურად ათვისების საუკეთესო გზაა.
ამ სტატიაში Sparsis-ის გუნდი დეტალურად განიხილავს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი Conversion-ის ოპტიმიზაცია, რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას და რომელი სტრატეგიები დაგეხმარება ვებგვერდის ეფექტურობის გაზრდასა და უკეთესი შედეგების მიღწევაში.
Conversion Rate გვიჩვენებს ვებგვერდის ვიზიტორების იმ პროცენტულ მაჩვენებელს, რომლებმაც კონკრეტული ქმედება შეასრულეს. ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ქმედება შეიძლება იყოს: პროდუქტის შეძენა, საკონტაქტო ფორმის შევსება, კონსულტაციის დაჯავშნა, ფაილის ჩამოტვირთვა, ნიუსლეთერზე გამოწერა ან ნებისმიერი სხვა ღირებული აქტივობა.
ამ კოეფიციენტის გამოთვლა მარტივია:
CRO=(ვიზიტორების საერთო რაოდენობა/კონვერტაციების რაოდენობა)×100
მაჩვენებლის გაუმჯობესება იწყება შენი აუდიტორიის შესწავლით, მათი ქცევის ანალიზითა და იმ მიზეზების დადგენით, თუ რატომ ტოვებენ ვიზიტორები ვებგვერდს ქმედების გარეშე.
ბევრი კომპანია მარკეტინგულ წარმატებას მხოლოდ ვებგვერდის ტრაფიკით აფასებს. თუმცა, მაღალი ტრაფიკი ავტომატურად გაყიდვების ზრდას არ ნიშნავს.
მთავარია, რამდენად ეფექტურად აქცევს შენი საიტი ამ ვიზიტორებს მყიდველებად. CRO-ს გაზრდით, ბიზნესს შეუძლია არსებული ტრაფიკიდან მეტი ლიდი და გაყიდვა მიიღოს - შესაბამისად, იზრდება მარკეტინგული ინვესტიციის უკუგებაც (ROI) სარეკლამო ხარჯების დამატებითი ზრდის გარეშე.
მაღალი Conversion Rate იმის ნიშანია, რომ ვებგვერდი ზუსტად პასუხობს მომხმარებლის მოლოდინებს, აწვდის მას საჭირო ინფორმაციას და მაქსიმალურად უმარტივებს მომდევნო ნაბიჯს.
Conversion-ის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა საიტზე უფრო მიზნობრივი და დაინტერესებული აუდიტორიის მოზიდვაა.
სხვადასხვა არხიდან შემოსულ მომხმარებლებს შენი პროდუქტის თუ სერვისის მიმართ განსხვავებული ინტერესი აქვთ. საძიებო სისტემებიდან (SEO), ფასიანი რეკლამიდან, სოციალური მედიიდან, იმეილ მარკეტინგიდან თუ რეფერალური საიტებიდან მოსული ტრაფიკი ხარისხითა და კონვერტაციის პოტენციალით საგრძნობლად განსხვავდება.
სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რეგულარულ გაანალიზო და ამონიტორინგო:
რაც უფრო ზუსტად პასუხობს შენი მარკეტინგული სტრატეგია სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებს, მით უფრო იზრდება Conversions-ის შანსიც.
ამასთან, ბიზნესი მხოლოდ იმ მომხმარებლებზე არ უნდა ფოკუსირდეს, რომლებიც ყიდვისთვის მყისიერად არიან მზად. ბრენდის ცნობადობისა და ნდობის ჩამომყალიბებელი კონტენტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ხშირად მომხმარებელს ბრენდთან რამდენიმე შეხების წერტილი სჭირდება, სანამ საბოლოო ნაბიჯს გადადგამს.
შენმა ვებგვერდმა პოტენციურ კლიენტებს საუკეთესო გამოცდილება უნდა შეუქმნას. CRO-ს პროცესი სწორედ იმ ბარიერების პოვნასა და აღმოფხვრას გულისხმობს, რომლებიც მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში უშლის ხელს.
ისეთი ანალიტიკური პლატფორმები, როგორებიცაა Google Analytics, AppsFlyer და სხვა ციფრული ინსტრუმენტები, გვეხმარება ზუსტად დავინახოთ, თუ საიდან ტოვებენ მომხმარებლები საიტს, რომელი გვერდები მუშაობს გამართულად და რომელი ელემენტები საჭიროებს სწრაფ გაუმჯობესებას.
ვებსაიტის ჩატვირთვის სიჩქარე
ნელა მომუშავე გვერდები მკვეთრად აუარესებს მომხმარებლის გამოცდილებას. თუ საიტის ჩატვირთვას დიდი დრო სჭირდება, ვიზიტორების უმეტესობა მას მანამ ტოვებს, სანამ კომპანიის შეთავაზებას გაეცნობა. საიტის სისწრაფის ოპტიმიზაციას კონვერტაციის მაჩვენებლის მყისიერი ზრდა შეუძლია.
გამოყენებადობა და ნავიგაცია
მომხმარებელმა სასურველი ინფორმაცია სწრაფად და მარტივად უნდა იპოვოს. საიტის მკაფიო სტრუქტურა, ინტუიციური ნავიგაცია და კარგად ორგანიზებული კონტენტი მომხმარებელს მიზნობრივი ქმედებისკენ მიუძღვება.
Call to Action (CTA) ელემენტები
ეფექტური CTA ელემენტები მომხმარებელს Sales Funnel-ის შემდეგ ეტაპზე გადასვლაში ეხმარება. ღილაკები, ფორმები და სხვა ელემენტები უნდა იყოს თვალსაჩინო, მკაფიო და ინტერაქციისკენ მომწოდებელი.
კონტენტი და Value Proposition
ვიზიტორმა საიტზე შესვლისთანავე უნდა გაიგოს, რა სარგებელს სთავაზობს შენი ბიზნესი. ხარისხიანი კონტენტი, რომელიც პირდაპირ პასუხობს აუდიტორიის პრობლემებს, ზრდის ნდობასა და Conversion-ის ალბათობას.
მობილური ოპტიმიზაცია
დღეს ვებგვერდების ტრაფიკის უდიდესი ნაწილი მობილურ მოწყობილობებზე მოდის. თუ შენი საიტი არ არის სრულყოფილად მორგებული სმარტფონებსა და პლანშეტებზე, შესაძლოა ყოველდღიურად დაკარგო პოტენციური კლიენტები.
CRO-ს ოპტიმიზაცია ერთჯერადი პროექტი არ არის - ეს უწყვეტი პროცესია. მომხმარებელთა ქცევა, ბაზრის ტენდენციები და მოლოდინები მუდმივად იცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი ვებგვერდიც მათთან ერთად უნდა ვითარდებოდეს.
მონაცემთა მუდმივი ანალიზი, A/B ტესტირება, კონტენტის განახლება და სამომხმარებლო გამოცდილების (UX) ოპტიმიზაცია საიტის ეფექტურობის სტაბილური ზრდის გარანტიაა. ხშირად გვერდის განლაგების, ფორმის ველების ან თუნდაც CTA ღილაკის ფერის მცირე ცვლილებასაც კი შეუძლია კონვერტაციის საგრძნობი ზრდა გამოიწვიოს.
გსურს გაზარდო შენი ვებგვერდის Conversion Rate და მოიზიდო მეტი ხარისხიანი ლიდი? დაუკავშირდი Sparsis-ის გუნდს. ჩვენ დაგეხმარებით შენი ბიზნესის მიზნების შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებაში, რომელიც ხელშესახებ და გაზომვად შედეგებს მოგიტანს.
ბიზნესის ბაზარზე პოპულარიზაცია მარკეტინგული კვლევის გარეშე ხშირად ჰგავს აუცილებელი საგნის ძებნას ბნელ ოთახში სინათლის წყაროს გარეშე. შესაძლოა, უკვე იცით რამე ინფორმაცია ამ საგნის მდებარეობის შესახებ,...
მარკეტინგი ნებისმიერი ბიზნესის აუცილებელი კომპონენტია. მარკეტინგული სტრატეგია წარმოადგენს სრულყოფილ გეგმას, რომელიც განსაზღვრავს, როგორ მოიზიდებს, დააინტერესებს და დააკონვერტირებს ბიზნესი პოტენციურ მო...
მარკეტინგი ადამიანის საქმიანობის ფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს საჭიროებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას გაცვლის გზით. ეს მარკეტინგის ერთ-ერთი კლასიკური განსაზღვრებაა, რომელიც ამერიკული სკოლის წარმო...