სემინარის წარმატებით ორგანიზების სტრატეგიები
დღეს სემინარები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტელექტუალურ, საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში, როგორც სწავლის, თანამშრომლობისა და ინოვაციის ფორუმები სხვადასხვა დისციპლინებსა და მიმართულებებში...
საგამოფენო სტენდის დაჯავშვნა და სივრცის მომზადება-ეს მხოლოდ დასაწყისია. ნამდვილი მარკეტინგული უპირატესობა იწყება მაშინ, როდესაც თანხმდებით მონაწილეობაზე. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ გამოფენამდე ჩატარებული სამუშაო, ზრდის დამსწრეთა რაოდენობას და ლიდებს, ასევე გრძელვადიან გავლენას ახდებს ბიზნესზე.
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ პრაქტიკულ სტრატეგიებს თქვენი ბრენდის პოპულარიზაციის, დამსწრეთა ჩართვისა და გამოფენის დაწყებამდე ROI-ის მაქსიმიზაციისთვის.
ნებისმიერი მარკეტინგული ღონისძიების დაწყებამდე უნდა გამომავლინოთ თუ რისთვის ვმონაწილეობთ:
გაზომვადი მიზნები და KPI საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ მონაწილეობის მიღების წარმატება და ვაკონტროლოთ ROI. გადაწყვიტეთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი თქვენი გუნდისთვის- ლიდების რაოდენობა, პროდუქტის დემონსტრაცია, მედიაში გამოქვეყნება…
ეფექტური ღონისძიება მოითხოვს სტრატეგიულ დამუშავებას.განისაზღვრეთ მარკეტინგული ბიუჯეტი და მოძებნეთ როგორ ფასიანი ასევე უფასო დაწინაურების შესაძლებლობები. სტრატეგია უნდა შეიცავდეს ტრადიციულ და ციფრულ მარკეტინგს, საერთო მიზნების გაერთიანებით.
გამოფენის ორგანიზატორები თქვენი მონაწილეობის ხელშესაწყობად ისეთ ინსტრუმენტებს გთავაზობენ, როგორიცაა:
დარწმუნდით,რომ თქვენი კომპანიის პროფილი სრულად შევსებული და ადაპტირებულია გამოფენის აუდიტორიისთვის. შეარჩიეთ პროდუქტის კატეგორიები ისე რომ თქვენი შეთავაზებები გამოჩნდეს შესაბამის საძიებო მოთხოვნებში. შესაძლებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ მეტი მასალა, როგორიცაა ვიდეო ან ბროშურა.
ზოგი ორგანიზატორი ასევე სთავაზობს დამატებით შესაძლებლობებს, როგორიცაა თქვენი კომპანიის გამოფენის პუბლიკაციებში განთავსება, ან მონაწილეთა სიაში გამოჩენა. ამ რესურსების გამოყენება ზრდის თქვენი მარკეტინგული კომპანიის მასშტაბებს ღონისძიებამდე.
სოციალური ქსელები ძლიერი ინსტრუმენტია ინტერესის გენერაციისთვის და შეხვედრების დანიშვნისათვის გამოფენამდე. დაიწყეთ აქტიურობა ღონისძიებიდან 6-8 კვირით ადრე.
რჩევები ეფექტური SMM-თვის:
თანმიმდევრულად გამოიყენეთ კომპანიის ოფიციალური ჰეშთეგი ყველა პლატფორმაზე. მონიშნეთ ორგანიზატორის გვერდები მასშტაბების გასაზრდელად.შექმენით მოკლე პოსტები, ვიზუალურად მიმზიდველი და თქვენი საერთო მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისი.
მარკეტინგს ღონისძიებამდე უნდა ჰქონდეს ნათელი მესიჯი, რომელიც გადმოსცემს მიზნებს. ყურადღება გაამახვილეთ ერთ მთავარ მესიჯზე ან შეთავაზებაზე - მაგალითად, პროდუქტის გამოშვებაზე, ჩვენებაზე ან ექსკლუზიურ შეთავაზებაზე. თავი შეიკავეთ გადატვირთვისაგან, სიმარტივე ზრდის ჩართულობას.
იმის გაანალიზება თუ ვინ იქნება გამოფენაზე, ხელს უწყობს სტრატეგიის აწყობაში. შეისწავლეთ კონკურენტების სტენდები, მარკეტინგული კომპანიები და ღონისძიების განრიგი.ეს ინფორმაცია საშუალებას იძლება განასხვავოთ თქვენი შეტყობინება და თავიდან აიცილოთ კონფლიქტი სხვა აქტივობებთან.
Email-მარკეტინგი რჩება ყველაზე ეფექტურ ხერხად ურთიერთქმედებაში მიმდინარე კლიენტებთან და პოტენციალურ ლიდებთან.
კარგად აწყობილი წერილი უზრუნველყოფს თქვენ შეხვედრას ღონისძიებაზე და გააძლიერებს ურთიერთობებს არსებულ მომხმარებლებთან.
დაამუშავეთ ცალკე გვერდი გამოფენის ვებ გვერდზე, რომელს ხელს შეუწყობს:
გამოყავით ძირითადი შეთავაზებები, გააზიარეთ ჩამოსატვირთი მასალები და წაახალისეთ დამსწრე საზოგადოება წინასწარ დაჯავშნონ შეხვედრები ან დემონსტრაციები.
თუ გამოფენაზე წარადგენთ ახალ პროდუქტს დაპატიჟეთ პროფესიონალური პრესა- სფეროში მოღვაწე გამომცემლობა, ადგილობრივი გაზეთი ან ბლოგერი. პრესაში გამოქვეყნება მეტ ნდობას იპყრობს და ყურადღებას იქცევს თვენი სტენდისადმი.
სავაჭრო გამოფენები უზარმაზარ მარკეტინგულ შესაძლებლობებს გვთავაზობს — იმ პირობით, რომ მათ პოპულარიზაციას ღონისძიებამდე დაიწყებთ. მიზნების განსაზღვრით, ღონისძიებამდე გეგმის შექმნით, ორგანიზატორის რესურსების გამოყენებით და სოციალური მედიის, ელ. ფოსტისა და პრესის საშუალებით აქტიური პოპულარიზაციით, თქვენ შეგიძლიათ მაქსიმალურად გაზარდოთ ROI და გამოარჩიოთ თქვენი სტენდი კონკურენტებისგან.
გსურთ პროფესიონალური მხარდაჭერა მარკეტინგულ გამოფენაში? დაუკავშირდით Sparsis ექსპერტული დახმარებისათვის- სტრატეგიის ამაღლებისთვის და ლიდების გენერაციისთვის ნებისმიერ ღონისძიებაზე.
დღეს სემინარები კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტელექტუალურ, საგანმანათლებლო და პროფესიულ სფეროებში, როგორც სწავლის, თანამშრომლობისა და ინოვაციის ფორუმები სხვადასხვა დისციპლინებსა და მიმართულებებში...
Event სააგენტოს შერჩევა სტრატეგიული მიდგომაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია პროექტის წარმატებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ნათელი, კრეატიული იდეები და შთამბეჭდავი ვიზუალური პრეზენტაცია ყურადღებას იპყრობს,...