2026-01-15

სოციალური მედია მარკეტინგი. 8 ტრენდი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ 2026 წელს

სოციალურ მედია ტენდენციებს წარმოადგენს ფორმატები, ქცევები, ინსტრუმენტები და კონტენტის ტიპები, რომლებიც ფართოდ გავრცელდა და უზრუნველყოფენ აუდიტორიის მაღალ ჩართულობას. როგორც 2025 წელს, ასევე 2026 წელს მრავალი ტენდენცია იკარგება და მის ადგილს ახალმა მიმართულებებმა იკავებს.

მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინება ბიზნესებს ეხმარება ბაზარზე პოზიციების შენარჩუნებას, ახალი აუდიტორიის მოზიდვასა და გაყიდვების სტიმულირებაში.

ამ ბლოგში მარკეტინგული კომპანია „Sparsis“ წარმოგიდგენთ ტენდენციებს, რომლებიც მოსალოდნელია ან შეინარჩუნებენ პოზიციებს სოციალური მედიის პლატფორმებზე 2026 წელს.

1. ხელოვნური ინტელექტი, როგორც კონტენტის შექმნის მთავარი ინსტრუმენტი

AIPRM მონაცემებით სპეციალისტების 75% იყენებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს. ChatGPT, Google Gemini და სხვა მსგავსი საშუალება მარკეტერებს აძლევს საშუალებას სწრაფად გადაყწვიტონ პრობლემები, გააუმჯობესონ კონტენტის ხარისხი და ავტომატურ რეჟიმში განახორციელონ უამრავი პროცესი- ქოფებიდან და სურათებიდან დაწყებული, ვიდეორგოლით დამთავრებული.

HubSpot-ის მონაცემებით ბევრი მარკეტოლოგი აქტიურად იყენებს გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს კონტენტის დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე. 34 %-კვლევისთვის, 41%- კონტენტის დაგეგმვისას და 46% - უშუალოდ შექმნისას.

ამასთანამე მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ როგორ აღიქვამს აუდიტორია ხელოვნური ინტელექტით შექმნილ კონტენტს. Hootsuite კვლევა გვიჩვენებს, რომ 62% ნაკლებად არის დაინტერესებული მსგასი კონტენტით. განსაკუთრებით აქტუალურია უფროსი ასაკის წარმომადგენლებთან.

2. ხელოვნური ინტელექტი მარკეტინგული კომპანიების ანალიტიკაში

ხელოვნური ინტელექტი მარკეტერებს არა მხოლოდ კონტენტის შექმნაში, არამედ მარკეტინგული კამპანიების კვლევაშიც ეხმარება.

ხელოვნურ ინტეექტს შეუძლია დაამუშავოს დიდი მოცულობის ინფორმაცია, გამოავლინოს ალგორითმები და წინასწარ დაადგინოს შესაძლო სცენარები. ამ ყველაფრის ხელით დათვლა ძნელია და დიდ დროს მოითხოვს. Hootsuite, Buffer და Sprout Social შესამჩნევად გვიადვილებს პროცესს.

3. მოკლე ვიდეო- რისი ნახვაც სურს აუდიტორიას.

მოკლე და ინფორმაციული ვიდეო ეს არის რასაც მოითხოვს აუდიტორია. ყველა კომპანიას არ შეუძლია მსგავსი კონტენტის შექმნა. ტექნოლოგიურ, ფინანსურ და B2B-კომპანიებს უჭირთ კრეატიულად წარმოაჩინონ სათქმელი.

4. ინფორმაცია და გართობა, როგორც კონტენტის უპირატესობა

კონტენტი, რომელსაც ქმნიან ბრენდები მრავალფეროვანი ხნდება. მხოლოდ სასარგებლო ინფორმაცია ან პირდაპირი მარკეტინგი აღარ აინტერესებს აუდიტორიას.

მნიშვნელოვანია ისეთ კონტენტის შექმნა, რომელიც ერთდროულად ასწავლის, ართობს და აგვარებს აუდიტორიის პრობლემებს.

5. ონლაინ შესყიდვები

სოციალური ქსელებში შესყიდვების რაოდენობა იმატებს. Statista-ს მონაცემებით 2023 წელს აშშ-ში 106,8-მლნ ადამიანი სოციალური ქსელების მეშვეობთ ახორციელებდა ვაჭრობას. ვრაუდობენ, რომ 2027 წლამდე ეს ციფრი 10%-მდე გაიზრდება.

Facebook Marketplace, TikTok Shop და სხვა პლატფორმები ხელს უწყობს მომხმარებს აპლიკაციიდან გაუსვლელად კომფორტულად და უსაფრთხოდ იშოპინგოს.

6. ინფლუენსერები და მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი (UGC)

ბრენდისადმი ნდობა ადვილად ფორმირდება ინფლუენსერების და მომხმარებლების კონტენტის მეშვეობით. პროდუქტის შესახებ მესამე მხრის მოწოდებული ინფორმაცია, იქნება ეს ინფლუენსერი თუ სხვა მომხმარებელი, მას უფრო სანდოს ხდის.

2026 წელსაც SMM-ტრატეგიებში ძირითადი ყურადღება მომხმარებლებსა და ინფლუენსერებზე იქნება მიმართული

7. პერსონალიზაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

Sprout Social მონაცემებით, მომხმარებლების 76% აფასებს ბრენდის სწრაფ რეაქციას მოთხოვნებზე, ხოლო 70% ინდივიდუალური მიდგიმას ელის.

სწორედ აქ კვლავ გვეხმარება ხელოვნური ინტელექტი — ჩატბოტები და სხვა ავტომატიზაციის ინსტრუმენტები საშუალებას გვაძლევს სწრაფად ვუპასუხოთ მომხმარებლებს პირდაპირი ადამიანური რესურსის ჩარევის გარეშე.

8. კრეატიულობა, რომელიც სცილდება ჩვეულებრივ ბრენდინგს

ყველა კომპანიას სოციალურ ქსელებში აქვს თავისი “ჩარჩოები” - რა შეიძლება და რა არა.

დღევანდელ რეალობაში სოციალური პლატფორმა იქცა ადგილად, სადაც მნიშვნელოვანია ყურადღების მიპყრობა და შენარჩუნება.
მამაცი კრეატიული ნაბიჯები, თუნდაც „ბრენდს გარეთ“, ხშირად შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა.

Hootsuite Social Media Trends 2025 კვლევის თანახმად SMM სპეციალისტები აქტიურად atareben cdebs სხვადასხვა იდეებსა და მიდგომებზე, მიუხედავდ იმისა რომ განსხვავდება კომპანიის კონტენტისაგან სხვა პლატფორმებზე.

 

თემატური ბლოგები

ციფრული მარკეტინგის ტენდენციები: რას უნდა ველოდოთ 2025 წელს

ციფრული მარკეტინგის ინდუსტრია ყოველდღიურად ვითარდება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბრენდებისთვის, რათა მოხდეს მეჩი სამიზნე აუდიტორიასთან. იმისთვის, რომ არ გამოგვრჩეს ინოვაციები და ვიყოთ ტრენდულები, საჭ...

როგორ შევქმნათ ბრენდის ისტორია

ბრენდის ისტორია - ეს მხოლოდ კომპანიის შესახებ თხრობა არ არის, ეს არის მისი მიზნების, ღირებულებებისა და მსოფლიოსადმი ხედვის ამბავი. ამ სტატიაში განვიხილავთ მთავარ ნაბიჯებს დამაჯერებელი სთორითელინგის შე...

არსებითი ფაქტორები ციფრული მარკეტინგის სააგენტოს არჩევისას თქვენი ბიზნესისთვის

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ინტერნეტი კომუნიკაციის, ვაჭრობისა და ბრენდის ზრდის ქვაკუთხედად იქცა. სულ უფრო მეტი ბიზნესი - როგორც მცირე, ისე დიდი - მიმართავს ციფრული მარკეტინგის სააგენტოებს, რათა ეფექტუ...

დაგვიკავშირდით

დაინტერესებული ვარ…