Green Cab-ის ავტობრენდინგს საფუძველად უდევს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს იდეა, რომელიც სხვადასხვა დიზაინერული გადაწყვეტილებების საშუალებით აისახა ავტომობილის ვიზუალზე.
დილიჟანის სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება და ტყიანი ლანდშაფტი გარდაიქმნა ვიზუალურ სიმბოლოებად, ეს კი გვაძლევს შესაძლებლობას სიმბოლოების გადატანა მოხდეს სომხეთის სხვა რეგიონებშიც, მწვანე გარემოს იდეის დასამკვიდრებლად.
საერთაშორისო მარკეტინგულმა კომპანიამ Sparsis-მა ნამუშევარი წარადგინა GreenRock Management Group-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფარგლებში. ნამუშევალმა მაღალი შეფასებები მიიღო, და სოციალური ქსელების მომხმარებლებისგან ყველაზე მეტი მოწონების დამსახურებით გამარჯვება მოიპოვა.
Green Rock - საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს მასშტაბურ ბიზნეს- და სოციალურ პროექტებს, მიმართულს განვითარებაზე. კომპანიის ძირითადი მისიაა მრავალფუნქციური გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სომხეთის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესსა და მდგრად განვითარებას.